"ოცნების" ბიზნესი ლილოს ბაზრობზე - ხელისუფლება საკარანტინო რეჟიმის დარღვევაზე თვალს ხუჭავს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ოქროს ბიზნესად ქცეული კოვიდ 19. ხელისუფლება მზად არის თვალი დახუჭოს საკარანტინო რეჟიმის დარღვევაზე თუ დამრღვევები მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან. ოპოზიციამ გამოიკვლია და დაადგინა ლილოს ბაზრობასთან დაკავშირებული ფაქტები. ბაზრობაზე, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი უკიდურესად მაღალია წესები მუდმივად ირღვევა, მაგრამ დაჯარიმებით არავინ ჯარიმდება. ხელისუფლების ოპონენტები ამ ფაქტს ბაზრობის დამფუძნებლების გულუხვობით და "ოცნებისთვის" შეწირული ასობით ათასი ლარით ხსნიან.

ლილოს ბაზრობაზე, როგორც ვიზიტორები ისე მოვაჭრეები covid 19-ის საგანგებო წესებს არ იცავენ. მოქალაქეებს და თანამშრომლებს კი როგორც აღმოჩნდა "მთავარი არხის" კამერის უფრო ეშინიათ, ვიდრე ხელისუფლების და ბაზრობის ადმინისტრაციის. ჩვენი გამოჩენის შემდეგ ბაზრობაზე ყველა მათგანი ცდილობდა სიმართლე დაემალათ, თუმცა ნაწილს ადმინისტრაციის გაფრთხილება არ ახსოვდა და პირბადის გაკეთებაც არ გახსენებიათ. ბაზრობის ტერიტორია, რომელიც covid 19-ის გავრცელების მაღალ რისკს წარმოადგენს კვირაში ერთხელ იწამლება. ხმოვანი მოწყობილობა კი, რომელიც მოქალაქეებს  წესების დაცვაზე აფრთხილებს ბაზრობის ღია სივრცეშია დამონტაჟებული და არა დახურულ ნაწილში, სადაც ამ წესების დაცვაა საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიას 600-მდე კამერა და სპეციალური მობილური ჯგუფები აკონტროლებს ვიზიტორები და მოვაჭრეები მაინც წესების დარღვევით გადაადგილდებიან. ლილოს ბაზრობის ადმინისტრაციამ დღეს ეს დარღვევები აღიარა და განაცხადა, რომ მათ დაჯარიმების უფლება არ აქვთ. 

რატომ მუშაობს ლილოს ბაზრობა, სადაც covid 19 თითმქმის უკვე ერთ თვეზე მეტია გამოვლინდა და რომელიც კვლავ ფუნქციონირებს წესებით დარღვევით - ამ კითხვაზე პასუხი ოპოზიციამ გასცა. გაირკვა, რომ ბაზრის 15 მეწილიდან 10-მა მათგანმა კარანტინის პერიოდში 15 და 27 მაისს ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი "ქართულ ოცნებას" წინა საარჩევნოდ შეწირა. ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, ტერიტორია მხოლოდ ამ შეწირულობის გამო ფუნქციონირებს და თანაც წესების დარღვევით. აღნიშნავს იმასაც, რომ მსგავსი ფაქტი რომ სხვა ბიზნესმენთან მომხდარიყო, რომელიც მილიარდელი ბიძინა ივანიშვილის პარტიას ფულს არ წირავს, ხელისუფლება მსგავს გამონაკლისს არ დაუშვებდა. 

ბიზნესს, რომ ხელისუფლება შემოწირულობების გამო ანსხვავებს ამაზე თავად ბიზნესმენებიც საუბრობენ. სერგო ჯავახაძე გვიყვება, რომ კოვიდ 19 "ქართული ოცნების" ბიზნესად იქცა და რომ რეალურად ისინი წყვეტენ რომელი ტერიტორიაა დასაკეტი და რომელი არა, ამის გამო ის covid 19-ს covid 41 მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ამის გამო დღეს ბიზნესს უჭირს.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი