"ჩვენ აქ ვართ და არსად არ ვაპირებთ წასვლას" | თელ-ავივში ბლინკენისა და ნეთანიაჰუს შეხვედრა დაიწყო

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შეხვედრა დაიწყო.

მხარეები ერთმანეთს თელ-ავივში, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბ-ბინაში ხვდებიან. 

"ჩვენ აქ ვართ და არსად არ ვაპირებთ წასვლას", - უთხრა ბლინკენმა ნეთანიაჰუს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქვეყნების ლიდერები მედიასთან საერთო კომენტარსაც გააკეთებენ. მოგვიანებით კი ისინი ერთიანი საგანგებო მთავრობის წევრებს, მათ შორის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს შეხვდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი