ხელისუფლებამ მხოლოდ აგვისტოში გამარტივებული შესყიდვით სასტუმროებს 15 მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე ათობით გამარტივებული შესყიდვა იძებნება, შემსყიდველი "საქართველოს ტურიზმის ეროვნული ასოციაციაციაა". ერთი დღე-ღამე ბიუჯეტს 35 - ლარზე მეტი უჯდება, გააჩნია სასტუმროს და რეგიონს. სასტუმროების შერჩევის კრიტერიუმები უცნობია, სწორედ ამიტომ კორუფციის მკვლევარებს ეჭვი აქვთ, რომ შეიძლება არსებობდეს არაფორმალური გარიგება.
"შეაჩერე კორუფციის" მკვლევარმა, ვატო გელაშვილმა შეისწავლა აგვისტოში გამოქვეყნებული ყველა გამარტივებული შესყიდვა, მისთვის გაუგებარია რა აუცილებლობაა ხელისუფლებამ სატუმროს წინასწარ გადაუხადოს მომდევნო თვეების ფული.
კორუფციის მკვლევარი ამტკიცებს, რომ ერთადერთი მიზანი სასტუმროებისთვის პანდემიის დროს მიყენებეული ზიანის ანაზღაურება და მათი კეთილგანწყობის მოპოვებაა.
ოპოზიცია ხელისუფლების ჯანდაცის არასწორ პოლიტიკაზე საუბრობს.
ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მილიონობით ლარის საკარანტინე ზონებში გადახდა და ადამიანების 12 დღით ერთ ოთახში გამოკეტვა მიუღებელია. მათივე თქმით, ამ მეთოდის გამოყენება მხოლოდ კრიტიკულ სიტუციაშია მართებული და აუცილებელია, რომ საქართველოშიც დამკვიდრდეს უფრო ჰუმანური მეთოდები - მოქალაქეები პისიარ ტესტირების შემდეგ საკარანტინე ზონებში არ გადაიყვანონ.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები კორონა ვირუსის გავრცელების დროიდანვე ამტკიცებდნენ, რომ საკარანრინე სივრცეებში გადახდილი მილიონობით ლარი ეჭვებს აჩენს.
სერგო ჩიხლაძე იხსენებს "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ სასტუმროებს, რომლებიც კორონა ვირუსის გავრცელებისთანავე საკარანტინე ზონებად გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების საუბრობდნენ.
შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ახალი სასტუმროს შესახებ ყოველ დღე ქვეყნდება ინფორმაცია.
რა პრინციპით არჩევს ხელისუფლება საკარანტინე ზონებს უცნობია. ოფიციალური მონაცემებით, 6900-ზე მეტი ადამიანი საკარანტინე სივრცეშია, რატომ არ შეიძლება ეს ადმაიანები პისიარ ტესტირების შემდეგ სახლში გავუშვათ და საბიუჯეტო თანხა დავზოგოთ, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს.