რუსული კვალი ჰამასის ქმედებების უკან | ბუდანოვი ფაქტებს ასახელებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ჰამასის ტერორისტების ქმედებების უკან რუსული კვალის დამადასტურებელ ფაქტებზე უკრაინულ მედიასთან საუბრობს და ამბობს, რომ კრემლის ჩართულობის მთავარი ფაქტებია - რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მიერ ტერორისტებისთვის იარაღის გადაცემა; რუსული კოსმოსური აპარატის გადაყვანა ისრაელის გეოსტაციონალურ ორბიტაზე დაზვერვის ჩასატარებლად; ლიბანში "კრემლის" პროპაგანდისტული რადიომაუწყებლობის ჩართვა; თავდასხმის დროს კამიკაძე დრონების ტაქტიკის გამოყენება.

"კამიკაძე დრონების  გამოყენება ჩვენი ომის ნოუ-ჰაუა. ვერავინ შეძლებს ამის გაკეთებას იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც გაიარეს ჩვენი სამხედრო ოპერაციების თეატრი. რადგან ჩვენ იქ არ ვიყავით, ეს ნიშნავს, რომ რუსები იყვნენ", - ხაზგასმით აღნიშნა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, ახლა უკრაინა ცდილობს ყველაფერი გააკეთოს ახლო აღმოსავლეთში, კონფლიქტის ზონაში მყოფი მოქალაქეების გადასარჩენად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი