"აქ ჩამოვედი არა მხოლოდ როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, არამედ როგორც ებრაელი... მე ამ ტრაგედიას პირად დონეზეც განვიცდი" | ბლინკენი

გამოქვეყნდა:

ბატონო პრემიერმინისტრო, მე აქ ჩამოვედი არა მხოლოდ როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, არამედ როგორც ებრაელი - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. 

"ჩემი ბაბუა, მორის ბლინკენი, რუსეთის პოგრომებს გამოექცა, ჩემი მამინაცვალი საკონცენტრაციო ბანაკებს გადაურჩა. ამიტომ მე ამ ტრაგედიას პირად დონეზეც განვიცდი. მე ასევე ვარ ქმარი და მცირეწლოვანი ბავშვების მამა და ჩემთვის ძალიან რთულია იმ კადრების ხილვა, რომლებიც ამ დღეებში გავრცელდა, ისე, რომ საკუთარი შვილები არ მახსენდებოდეს. ჰამასის ეს ქმედებები დიახ, ნამდვილად გვახსენებს "აისისის" ყველაზე საშინელ დანაშაულებს. გზავნილი, რომელიც მე ჩამოვიტანე ისრაელში არსი შემდეგი: თქვენ შესაძლოა საკმარისად ძლიერები იყოთ საიმისოდ, რომ თავი დამოუკიდებლად დაიცვათ, მაგრამ სანამ ამერიკა არსებობს, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით." თქვა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თელ-ავივში დღეს ჩავიდა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი