„ისრაელის თავდაცვის ძალები პასუხისმგებელია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და შაბათს დილით ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ, გამოვიძიებთ, მაგრამ ახლა ბრძოლის დროა“, - ამბობს ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჰერზი ჰალევი თავის პირველ განცხადებაში, რომელიც მან "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ გააკეთა. ლეიტენანტმა აღიარა წარუმატებლობას, რამაც ხელი შეუწყო ჰამასის შეღწევას და მასობრივ მკვლელობებს. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დააბრუნონ ჰამასისა და სხვა ჯგუფების მიერ აყვანილი მძევლები - "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მძევლები სახლში დაბრუნდნენ“ - ამბობს სამხედრო მაღალჩინოსანი.
IDF ებრძვის დაუნდობელ ტერორისტებს, რომლებმაც ჩაიდინეს წარმოუდგენელი ქმედებები. იაჰია სინვარმა, ღაზას სექტორის მმართველმა, გადაწყვიტა ეს საშინელი თავდასხმა და ამიტომ ის და მისი მთელი სისტემა განწირულია. ჩვენ მათ თავს დავესხმებით, დავანგრევთ მათ, დავანგრევთ მათ სისტემას. ღაზა აღარასოდეს იქნება იგივე“, - ამბობს ის.
ჰალევის თქმით, დადგება დრო, როცა გამოიკვლევენ, თუ როგორ მოახერხა ჰამასმა თავდასხმის განხორციელება.