ღარიბაშვილის და ორბანის მთავრობებმა ათ დოკუმენტს მოაწერეს ხელი

გამოქვეყნდა:

ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით თელავში, საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომის დასასრულს საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებმა ათ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, მათ შორის „საქართველოსა და უნგრეთს შორის ერთობლივ დეკლარაციას”.

საქართველოს მთავრობის ცნობით:

საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა − ირაკლი ღარიბაშვილმა.

უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა − ვიქტორ ორბანმა მოაწერა.

გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის.

საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა − ლევან დავითაშვილმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა − მარტონ ნოჯიმ.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, აგრეთვე − საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. საქართველოს მხრიდან

დოკუმენტებს ხელი მოაწერა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა − ლაშა ხუციშვილმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტებს ხელი უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა − მიჰაი ვარგამ მოაწერა.

ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა − ჯუანშერ ბურჭულაძემ. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა − კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკიმ.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროს შორის მართლმსაჯულების სფეროში 2024-2025 წლების პერიოდისათვის თანამშრომლობის სამუშაო გეგმას.

საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა − რატი ბრეგაძემ.
უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა − ბენცე ტუჟონმა მოაწერა.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტროსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განათლების, მეცნიერებისა და ოჯახის სფეროში თანამშრომლობის შესახებ თანამშრომლობის ოქმს. 

საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა − გიორგი ამილახვარმა.

უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა − შანდორ პინტერმა და უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრმა − იანოშ ჩაკიმ მოაწერეს.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის 2024-2026 წლებისთვის „STIPENDIUM HUNGARICUM“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა − გიორგი ამილახვარმა.

უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა − პიტერ სიიარტომ მოაწერა.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და უნგრეთის მშენებლობისა და ტრანსპორტის სამინისტროს შორის მწვანე, მდგრადი და სოციალურად ინკლუზიური ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა − ირაკლი ქარსელაძემ.

უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა − პიტერ სიიარტომ მოაწერა.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროს შორის წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა − ირაკლი ქარსელაძემ.

უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრმა − ჩაბა ლანტოშმა მოაწერა.

შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერი სამი დღეა ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ის ღარიბაშვილმა დღეს კახეთში წაიყვანა, საიდანაც მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ღარიბაშვილმა ორბანს პატრიოტი და ძლიერი ლიდერი უწოდა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ისაუბრა ქვეყნის "ეკონომიკურ აღმავლობაზე", რომელიც მისივე მტკიცებით "ოცნების" ხელისუფლების დამსახურება და "გონივრული პოლიტიკის" შედეგია. ისაუბრა "ტრადიციული ღირებულებების ერთგულებაზე", რომელიც ღარიბაშვილის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს აერთიანებთ.

ვიქტორ ორბანმა კი განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდამჭერია და სამართლიანი იქნება საქართველოს მიეცეს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება. მისი თქმით, საქართველო განსაკუთრებით იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი