ხვალ ისრაელში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავა

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ხვალ ისრაელში ჩავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსპიკერი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტს წინ უძღოდა ბერლინში გამართული მოლაპარაკებები, სადაც ბერბოკი ყატარის ემირს შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანს შეხვდა.

გერმანია ჰამასს ოფიციალურად აღიარებს, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას.

შეგახსენებთ, რომ დღეს ისრაელში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ენტონი ბლინკენი იმყოფებოდა. ბლინკენი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. 

არსებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენი პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს უნდა შეხვდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი