სირიის სამთავრობო მედია იუწყება, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმების სამიზნე გახდა დედაქალაქ დამასკოსა და ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოს აეროპორტები, რის შედეგადაც დაზიანდა მათი ასაფრენი ბილიკები.
სირიული პრესა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, გარდა იმისა, რომ ორივე აეროპორტი დაკეტილია.
ისრაელს ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.