ისრაელის არმია აცხადებს, რომ ღაზაში 3600 ტერორისტული ობიექტი დაბომბა

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, შაბათის შემდეგ, ღაზას სექტორში 3600 სამიზნე დაბომბეს, 6000-ზე მეტი საბრძოლო მასალის გამოყენებით.

IDF-ის ცნობით, ბოლო რამდენიმე საათში დარტყმები მიიტანეს ჰამასის მეთაურებისა და ტერორისტული ჯგუფის რამდენიმე სხვა წევრის ადგილსამყოფელზე.

სამხედროები აცხადებენ, რომ ისინი თავს ესხმიან ღაზას სექტორში ჰამასის აქტივებს, მათ შორის სამხედრო ობიექტებს, იარაღის წარმოების ცენტრებსა და ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელობას.

შეგახსენებთ, ისრაელმა საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლები" 7 ოქტომბერს, ჰამასის ტერორისტული თავდასხმის პასუხად დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი