ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმის მოულოდნელი ინიციატივა. სოხუმი თბილისს გალის მოლაპარაკებების აღდგენას სთავაზობს. ინიციატივა "ქართული ოცნებისთვის" იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მთავრობის წარმომადგენლებს დღეს რეაგირება არც კი ჰქონიათ.
თუმცა დამოკიდებულება ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც რომ სკეპტიკური იქნება - ყველა თანხმდება. მოლაპარაკებები გალში სწორედ აფხაზურ-რუსული მხარის ინიციატივით შეწყდა 2018 წელს და ეს თბილისის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემის მოთხოვნას უკავშირდებოდა.
თბილისში ყველა დარწმუნებულია, რომ სოხუმი დამოუკიდებლად მოლაპარაკებების აღდგენის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა და ამ ინიციატივაში რუსეთის ფარული მიზნები არსებობს.