საკონსტიტუციოს ვადა ეწურება | მოახერხებს თუ არა "ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტს

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს ვადა ეწურება. უახლოეს ვადაში სასამართლო ისტორიულ ვერდიქტს გამოიტანს. 15 ოქტომბრამდე პლენუმმა უნდა გამოაცხადოს, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტებს სასამართლოს დამოუკიდებლობაში ეჭვი ეპარებათ და ღიად ამბობენ, რომ სასამართლო "ქართული ოცნების" ინტერესებს გაატარებს. თავად ქვეყნის პრეზიდენტი კი უკვე საჯაროდ აცხადებს, რომ მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის და არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ მისი გადაყენება მოახერხოს. პირველი საჯარო აღიარება პრეზიდენტმა გუშინ ორბელიანების სასახლეში გააკეთა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი