ასობით ოჯახი ისრაელში ამ დრომდე საკუთარ შვილებს, და-ძმებს და ნათესავებს ეძებს. მათ შორის განსაკუთრებულად ტრაგიკულია საქართველოდან მიგრირებულების მდგომარეობა. გოგონები, რომლებიც მშვიდობის მუსიკალურ ფესტივალზე გაუჩინარდნენ და დღემდე არ გამოჩენილან. მეგობრები, რომლებიც ტერორისტებმა წამებით მოკლეს და მათ ცხედრებს მშობლები დღეს გამოემშვიდობნენ. ქართველი ებრაელები ეძებენ სხვა ოჯახებს, რომლებიც ოდესღაც შეიფარეს და რომლების შესახებაც ბოლო დღეებია აღრაფერი სმენიათ. გაუჩინარებულია რამდენიმე მიგრანტი ქართველიც - რომლებიც ისრაელში სამუშაოდ იყო ჩასული.