რუსული სამთავრობო მედია "ტასს" წერს, რომ საქართველოდან დაახლოებით 100-მდე აბიტურიენტმა შეიტანა განაცხადი 2024 წელს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო სწავლაზე. მედია წერს, რომ ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებაში განუცხადეს.
"დაახლოებით 100 განაცხადი უკვე შემოვიდა", - განაცხადა სექციის თანამშრომელმა და აღნიშნა, რომ წელს კვოტა 200 ადგილია.
საქართველოდან აბიტურიენტებს სთავაზობენე ნებისმიერი უნივერსიტეტის არჩევას, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის [МГУ ], რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის და მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის [МГИМО] გარდა.
"ძირითადად, არჩევანი მოდის მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტებზე, მაგრამ განმცხადებლები ასევე ირჩევენ უნივერსიტეტებს ყაზანში, კრასნოდარის, ასტრახანის, ვოლგოგრადის, ვორონეჟის, ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტებში", - ამბობენ "ტასის" ცნობით, რუსეთის ფედერაციის ინტერესთა განყოფილებაში.
რუსეთის ინტერესების განყოფილება ამბობს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება ძალიან შეუწყობს ხელს მომავალი სტუდენტების ნათესავებისა და მეგობრების რუსეთში ჩასვლას.