კობახიძე ისევ დეგნანს აკრიტიკებს და იმედს გამოთქვამს, რომ ყველაფერი შეიცვლება ახალი ელჩის პირობებში

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ამერიკის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და "იმედის" ეთერში იმედი გამოთქვა, რომ ახალი ელჩის პირობებში ყველაფერი შეიცვლება. 

მან თქვა, რომ ხელისუფლებას კრიტიკული შენიშვნები ჰქონდა წინა ელჩის პირობებში საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებით.

"ჩვენ გვქონდა სერიოზული კრიტიკული შენიშვნები წინა ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით, მის პირობებში საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებით. და ამის რაღაცნაირად კუდებსაც ვხედავთ, იგივე ბოლო განცხადება, რაც გაკეთდა საელჩოს მხრიდან, USAID-ის დაფინანსებულ ტრენინგებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად გაუგებარია. მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება ახალი ელჩის პირობებში და არა მარტო ეს, იგივე რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა შესაბამისი სუბიექტების მხრიდან; სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა […] მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში ასეთი რაღაცები არ განმეორდება", - თქვა კობახიძემ "იმედის" ეთერში.

აშშ-ის ახალი ელჩი, რობინ დანიგანი საქართველოში 12 ოქტომბერს ჩამოფრინდა. ის უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს და პრეზიდენტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი