"ჰამასის" მტკიცებით, ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად 13 მძევალი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

"ჰამასის" მტკიცებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის საჰარო დარტყმების შედეგად ღაზის სექტორში სულ მცირე 13 მძევალი ღაიღუპა. 

"ცამეტი პატიმარი, მათ შორის უცხოელები" დაიღუპნენ ხუთ ადგილას, რომლებიც ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავების სამიზნე იყო, ნათქვამია იზედინ ალ-კასამ ბრიგადის განცხადებაში.

ჰამასმა 7 ოქტომბერს მოულოდნელი თავდასხმის დროს დაატყვევა დაახლოებით 150 ადამიანი. მოგვიანებით "ჰამასი" დაიმუქრა, რომ სიკვდილით დასჯიდა მძევლებს, თუ ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები გაფრთხილების გარეშე დაიბომბებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი