საფრანგეთში დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა სკოლის მასწავლებელი მოკლა | დაშავდა კიდევ 2

გამოქვეყნდა:

საფრანგეთში, სკოლაში დანით შეიარაღებული პრის თავდასხმის შედეგად მასწავლებელი დაიღუპა და ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. BBC-ს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმა ქალაქ არასში, გამბეტას საშუალო სკოლაში მოხდა.

თავდამსხმელი დაკავებულია.

თვითმხილველების თქმით, თავდასხმის დროს ის ყვიროდა "ალაჰ აკბარ" ანუ "ღმერთი უდიდესია".

მოკლული ფრანგული ენის მასწავლებელი იყო. დაშავებულია კიდევ ერთი მასწავლებელი და დაცვის თანამშრომელი.

პოლიციის ცნობით, ახალგაზრდა კაცი წარმოშობით ჩეჩენია. ფრანგული მედიის ცნობით, ის იმავე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო. საინფორმაციო არხი BFMTV იტყობინება, რომ პოლიციამ თავდამსხმელის ძმაც დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი