
თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის განცხადებებს პასუხობს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში კრიმინალის დონე გაიზარდა.
კალაძე ამბობს, რომ ოპოზიციის განცხადებები ტყუილია და ყველაფერი შედარებითია. მისივე თქმით, ოპოზიციას არ სიამოვნებს როდესაც "ოცნება" წარსულს იხსენებს.
„ეს არის ტყუილი. ყველაფერი არის შედარებითი. ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ ხოლმე, როდესაც წარსულს ვიხსენებთ. ვნახოთ, 2012 წლამდე რა ხდებოდა კრიმინალთან დაკავშირებით და გავაკეთოთ შედარება. ყველაფერი არის შედარებითი. აშკარად დავინახავთ, რომ რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს. თუ იმას ვიტყვით, მოგვწონს არსებული სიტუაცია? რა თქმა უნდა, არა. გვინდა, ბევრად უკეთესი იყოს.- ამბობს კახა კალაძე
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ოპოზიციის წარმომადგენლები კრიმინალის დონის ზრდაზე და დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობენ. მათი თქმით, სახეზეა ტოტალური და სისტემური კრიზისი, ვინაიდან კრიმინალურ სამყაროსთან კოაბიტაციაში მყოფი ხელისუფლება ვითარების კონტროლს ვერ ახერხებს.