„ახლა არ არის ნეიტრალიტეტის, ცრუ ეკვივალენტურობისა ან უპატიებელის გამართლების დრო“, - ამბობს აშშ-ის თავდაცვის მდივანი თელ -ავივში, თავის ისრაელელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
„ტერორიზმი გაუმართლებელია და ეს განსაკუთრებით ეხება ჰამასის ამ მძვინვარებას“ - აღნიშნავს ლოიდ ოსტინი.
ამერიკელი მაღალჩინოსანი ისრაელის მხარდაჭერის ნიშნად დღეს თელ -ავივში ჩავიდა და ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოვ გალანტს შეხვდა. ოსტინის თქმით, ყველამ, ვისაც ამ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება სურს, უნდა დაგმოს ჰამასი და ის უნდა იყოს იზოლირებული.
„ჰამასი არ საუბრობს პალესტინელი ხალხის სახელით" - ამბობს ოსტინი და ღაზაში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციას ISIS-ის ადარებს.
მისივე თქმით, არავინ უნდა შეეცადოს ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების თავის სასარგებლოდ გამოიყენოს:
„ნებისმიერი ქვეყნისთვის, ნებისმიერი ჯგუფისთვის ან ვინმესთვის, ვინც ცდილობს ისარგებლოს ამ სისასტიკით, ჩვენ მხოლოდ ერთი სიტყვა გვაქვს: არ გააკეთოთ ეს“, - ამბობს ოსტინი.