მიუნხენის აღმოსავლეთით მიგრანტებით სავსე ფურგონი ამობრუნდა | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

გერმანიაში, მიუნხენის აღმოსავლეთით მიგრანტებით სავსე ფურგონი ამობრუნდა. დაიღუპა სულ მცირე, 7 ხოლო დაშავდა 16 ადამიანი. 

როგორც Reuters წერს,  ფურგონით არალეგალები გადაჰყავდათ, რის გამოც მაგისტრალზე პოლიცია აედევნა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კი მანქანა ამობრუნდა.

ფურგონში  დაახლოებით 20 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ბავშვები. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი