ისრაელში ევროპელი ლიდერები იმყოფებიან. სოლიდარობის ვიზიტების ფარგლებში სამხრეთ ისრაელში იმყოფებიან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი. ევროპელი ლიდერები პირადად ეცნობიან იმ მძიმე ვითარებას, რომელიც ჰამასის ტერორისტების თავდასხმის შემდეგ შეიქმნა. მათთან ერთად, იმყოფება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ელი კოენი.
შეგახსენებთ, დღეს ისრაელში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდოვანი ლოიდ ოსტინი, ასევე ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები.