ლიბანში Reuters-ის ოპერატორი დაიღუპა, დაჭრილია 2 ჟურნალისტი

გამოქვეყნდა:

Reuters-ის ცნობით,  ლიბანში ისრაელის საპასუხო ცეცხლს Reuters-ის ოპერატორი ესამ აბდულა ემსხვერპლა.  ამასთან, სააგენტოს ცნობით, დაზიანებები მიიღეს Reuters-ის ჟურნალისტებმა თაერ ალ-სუდანიმ და მაჰერ ნაზემაც. ისინი სამედიცინო დახმარებას ითხოვენ.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ოპერატორის, ისამ აბდალას მკვლელობის გამო. ისამი მუშაობდა სამხრეთ ლიბანში Reuters-ის გადამღები ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც პირდაპირ ვიდეო სიგნალს გვაწვდიდა. ჩვენ ვმუშაობთ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად. გვერდით ვუდგავართ ისამების ოჯახსა და კოლეგებს", – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით,  დაბომბეს ჰეზბოლას  სადამკვირვებლო პოსტი ლიბანის საზღვარზე. საპასუხო იერიში ისრაელის არმიამ მას შემდეგ განახორციელა, რაც ჩრდილოეთის საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ისრაელის სამხედრო პუნქტს ესროლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი