24 საათიანი ვადა ამოიწურა | ისრაელის მზადება სახმელეთო ოპერაციისთვის და "ჰამასის" საპასუხო მუქარა

გამოქვეყნდა:

თითქმის ნახევარმა მილიონმა ადამიანმა ბოლო ერთ კვირაში დატოვა ღაზას სექტორი. პალესტინელების უმრავლესობამ ეს გადაწყვეტილება ჰამასის ისრაელზე თავდასხმისთანავე მიიღო. ბოლო რამდენიმე საათში კი რეგიონიდან წამსვლელთა რაოდენობა არ მცირდება.

ისრაელის გაფრთხილება, რომ 24 საათში დატოვონ ტერიტორია, ამოიწურა. ამ დროის ამოწურვის შემდეგ დიდი ალბათობით ღაზაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყება. ისრაელის არმია სრულ მზადყოფნაშია, თუმცა ჰამასი მარტივად დანებებას არ აპირებს. ტერორისტული ორგანიზაცია "საღვთო ომის" გამოცხადებით იმუქრება.

არანაკლებ დრამატულად ვითარდება მოვლენები დიპლომატიურ ფრონტზე - ისრაელში დღეს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი და ევროკავშირის ლიდერები ჩავიდნენ სრული მხარდაჭერის გამოსახატად. ენტონი ბლინკენი კი რამალაში შეხვდა პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს. 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი