თეთრიწყაროს ტყესთან დღეს საგამოძიებო ექსპერიმენტს ჩაატარებენ

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვის საქმის გამოძიების ფარგლებში, თეთრიწყაროს ტყის ტერიტორიაზე ადვოკატი დღეს საგამოძიებო ექსპერიმენტს ჩაატარებს.

სწორედ იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც 23 წლის პროგრამისტი საკუთარ მანქანაში დაღუპული 22 ივლისს იპოვეს.

მიხეილ რამიშვილმა განცხადება ამის შესახებ გუშინ, 19 აგვისტოს, პროკურატურიდან გამოსვლის შემდგ გააკეთა, სადაც ბაჩალიაშვილის მშობლებმა დნმ-ის ანალიზი ჩააბარეს.

მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დაგეგმილი ექსპერიმენტის შესახებ საგამოძიებო უწყება ინფორმირებულია და მას ბაჩალიაშვილის მშობლებიც დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ბუნდოვანი გარდაცვალების საქმეს გენერალური პროკურატურა გაოძიებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ 17 აგვისტოს, გარდაცვლილი პროგრამისტის მშობლებისა და ირაკლი შოთაძის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი