ისრაელმა ღაზას სექტორის თავზე მილიონობით გამაფრთხილებელი ცნობის ფურცელი ჩამოყარა - სასწრაფოდ დატოვოს მოსახლეობამ ტერიტორია. მილიონამდე პალესტინელმა უახლოეს საათებში ღაზა უნდა დატოვოს. ისრაელი ცდილობს, თავიდან აირიდოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
ნანგრევებს შორის ადამიანებით სავსე მანქანები უკვე გამოჩნდა.
დასახლებებში კი, რომელიც ისრაელის ქალაქებზე სასტიკი ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ დაიბომბა, დაჯგუფება ჰამასის თავშესაფრებია. ნანგრევებში ათასობით ადამიანია - ჰამასის ტერორიზმის მსხვერპლები.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ დაღუპულთა რიცხვმა უკვე გადააჭარბა 1800-ს, 8000-ზე მეტი კი დაჭრილია.
ჰამასის ქმედებებმა ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია - იუწყება გაერო. 350 ათასზე მეტი ადამიანი დევნილია და ეს რიცხვი ყოველწუთიერად იზრდება. ნანგრევებში კი სამძებრო სამუშაოები განუწყვეტლივ გრძელდება.
ღაზა სრულ ბლოკადაშია მოქცეული. ისრაელი აპირებს ანტიტერორისტული ოპერაცია ბოლომდე მიიყვანოს. მას შემდეგ რაც მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზას დატოვებს, დაიწყება სახმელეთო ოპერაცია. ღაზას ნანგრევებში და მიწისქვეშა ქალაქში კი ტერორისტები არიან.
ავტორი: ზურა პეტროსიანი