უპრეცედენტო ძალით ვუტევთ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია | ნეთანიაჰუ

გამოქვეყნდა:

ყველამ იცის, რომ ჩვენ ვიბრძვით სამშობლოსთვის და ლომებივით ვიბრძვით - ამ სიტყვებით მიმართა ხალხს ისრაელის პრემიერმინისტრმა ომის მე-7-ე დღის ბოლოს.

ნეთანიაჰუს თქმით, დღეს ესაუბრა იმ ოჯახებს, რომლებმაც ერთი კვირის წინ მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად, საყვარელი ადამიანები დაკარგეს. 

”ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმ სისასტიკეს, რომელიც ჩვენმა მტრებმა ჩაიდინეს და არასოდეს ვაპატიებთ. ჩვენ არასოდეს მივცემთ უფლებას მსოფლიოს ან ვინმეს, დაივიწყოს ეს სისასტიკე, რომელიც არ ჩაუდენია ებრაელ ხალხს მრავალი ათწლეულის განმავლობაში. მტრებს უპრეცედენტო ძალით ვუტევთ, მაგრამ ხაზს ვუსვამ: ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენმა მტრებმა ახლახან დაიწყეს ფასის გადახდა. არ დავაკონკრეტებ, რა იქნება შემდეგ. მაგრამ მე გეუბნებით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ გავანადგურებთ ჰამასს და გავიმარჯვებთ. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ დავასრულებთ ამ ომს უფრო ძლიერები" ამბობს ნეთანიაჰუ.

შეგახსენებთ, უკვე ერთი კვირაა ისრაელი ჰამასის ტერორისტულ თავდასხმას საპასუხო დარტყმებით პასუხობს. საჰაერო იერიშები მიაქვს ღაზაში ტერორისტების იარაღის კონცენტრაციის ადგილებსა და სამხედრო შტაბებზე. ამ პერიოდის განმავლობაში ისრაელის არმიის მიერ ლიკვიდირებულია ჰამასის არაერთი  მეთაური.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ქვეითი ნაწილები ღაზაში „ლოკალური რეიდების“ ჩასატარებლად შევიდნენ, თუმცა არმიას ღაზას სიღრმეში არ შესულა და სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია ჯერ არ დაწყებულა. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი