რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მოსკოვი ჰამასთან კონტაქტს ინარჩუნებს - "ჩვენ ყველასთან გვაქვს კონტაქტი, გვაქვს წვდომა ჰამასის ხელმძღვანელობასთანაც", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ ბოგდანოვმა.
ბოგდანოვის თქმით, რუსეთის წარმომადგენლობა აპირებს ახლო აღმოსავლეთში ჩასვლას კრიზისის მოგვარების მცდელობის ფარგლებში. რუსმა "ადამიანის უფლებების დარღვევა" უწოდა ისრაელის მოწოდებას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომ დატოვონ ღაზას ჩრდილოეთი.
„ეს არ არის ევაკუაცია, ეს არის გამოსახლება მათი სახლებიდან, იმ ადგილებიდან, სადაც მთელი ცხოვრება ცხოვრობდნენ“, - განაცხადა ბოგდანოვმა.
მისივე თქმით, მოსკოვი ეწინააღმდეგება ღაზას სექტორის "ოკუპაციას" ისრაელის შესაძლო სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში.
"ჩვენ ოკუპაციის წინააღმდეგი ვართ. არსებობს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძველია მიწა მშვიდობის სანაცვლოდ. ნორმალიზება ისრაელის ოკუპირებული არაბული ტერიტორიებიდან გასვლის სანაცვლოდ", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.