აშშ-ის სახელმწიფო მდივან ამბობს, რომ ისრაელის ქმედებები თავდაცვითია. ენტონი ბლინკენის თქმით, ვერც ერთი ქვეყანა ვერ მოითმენს ტერორისტული ჯგუფის შესვლას და თავისი ხალხის დახოცვას:
„ის, რასაც ისრაელი აკეთებს, არ არის შურისძიება. რასაც ისრაელი აკეთებს არის თავისი ხალხის სიცოცხლის დაცვა და როგორც ვთქვი, ცდილობს დარწმუნდეს, რომ ეს აღარ განმეორდება. ვფიქრობ, ნებისმიერი ქვეყანა, იგივეს გააკეთებდა. ერთი რამ უდავოა, ჩვენ არ შეგვიძლია დავუბრუნდეთ იმ სტატუს კვოს, რომელმაც საშუალება მისცა ეს მომხდარიყო.“, - თქვა ბლინკენმა.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
ისრაელის არმია უკვე ერთი კვირაა ანადგურებს ჰამასის იარაღის კონცენტრაციის ადგილებსა და სამხედრო შტაბებს. ამ პერიოდის განმავლობაში ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფების რამდენიმე მეთაური. ისრაელი ღაზაში სავარაუდოდ სახმელეთო ოპერაციას გეგმავს თუმცა იქამდე საჰაერო დარტყმები მიაქვს.