საუდის არაბეთმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მოლაპარაკებების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო | მედია

გამოქვეყნდა:

ისრაელის მედიის ცნობით, ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო, საუდის არაბეთმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე მოლაპარაკებების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს,  აშშ-ის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები შეფერხდება, თუმცა მოსალოდნელი იყო, რადგან აშშ-ის მაღალჩინოსნებმა საჯაროდ აღიარეს, რომ "ჰამასის“ შეტევამ ჩაშალა ურთიერთობების ნორმალიზაციის მცდელობა.

გარდა ამისა, ისრაელის მედია წერს, რომ "ჰამასის“ თავდასხმის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს იყო.

მედია წერს, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი მიმდინარე კვირის დასაწყისში ირანის პრეზიდენტს, იბრაჰიმ რაისს ესაუბრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი