ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ფაისალ ბინ ფარჰანს შეხვდა.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრისას ბლინკენმა ისრაელის წინააღმდეგ "ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმების სიმძიმეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ "ჰამასი" პალესტინელ ხალხს არ წარმოადგენს.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ ისაუბრა. ფაისალ ბინ ფარჰანმა განაცხადა, რომ ღაზას ჰუმანიტარული დახმარება სწრაფად უნდა გადაეცეს და ხაზი გაუსვა ძალადობის შესაჩერებლად კოლექტიური ძალისხმევის მნიშვნელობას.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი