
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე სირსკის თქმით, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებზე ვითარება ბოლო დღეებში საგრძნობლად გაუარესდა. მისი ინფორმაციით, მტერმა აქტიური შეტევითი ოპერაციები დაიწყო მაკიივკასა და კუპიანსკის მიმართულებით.
„მიდის მძიმე ბრძოლები. მტრის მთავარი მიზანია ჩვენი ჯარების დაჯგუფების დამარცხება, კუპიანსკის ალყაში მოქცევა და მდინარე ოსკილის საზღვრამდე მისვლა. მტერი ყოველდღიურად ახორციელებს ათეულობით თავდასხმას ჯავშანტექნიკით, ნაღმტყორცნებითა და საარტილერიო ცეცხლით ჩვენს პოზიციებზე“, - განაცხადა სირსკიმ.
გენერალმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მებრძოლები მოვლენების ასეთი განვითარებისთვის მზად იყვნენ და ღირსეულად პასუხობენ მტერს. მისივე ცნობით, რუსები მნიშვნელოვან ზარალს განიცდიამ და მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ აღწევენ.