აშშ, ეგვიპტე და ისრაელი შეთანხმდნენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ღაზა რაფაჰის გავლით დატოვონ

გამოქვეყნდა:

მედიის ცნობით, აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ღაზა რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით უნდა დატოვონ. ეგვიპტელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ჩართული იყო ყატარი და მონაწილეებმა მიიღეს თანხმობა პალესტინის ტერორისტული დაჯგუფებების, ჰამასისა და ისლამური ჯიჰადისგან.

შეთანხმება არ ეხება ჰამასის მიერ მძევლად აყვანილ ადამიანებს.

შეგახსენებთ, ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთიდან პალესტინელებს მასობრივი ევაკუაციისკენ მოუწოდა და ამისთვის ჯერ 24 საათიანი ვადა, მოგვიანებით კი დამატებით კიდევ რამდენიმე საათი მისცა, რომელიც თბილისის დროით 17 საათზე იწურება. ამის შემდეგ დიდი ალბათობით, ისრაელის არმია სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს ღაზაში.

ცნობისთვის, რაფაჰის გადასასვლელი ღაზას სექტორისა და ეგვიპტის ერთადერთი დამაკავშირებელი გამშვები პუნქტია.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი