"თავისუფალი დემოკრატები" ნინო გოგუაძემ, სანდრო ბარამიძემ და გიორგი ქიტიაშვილმაც დატოვეს

გამოქვეყნდა:

შალვა შავგულიძის გარდა, "თავისუფალი დემოკრატები" დატოვეს ნინო გოგუაძემ, სანდრო ბარამიძემ და გიორგი ქიტიაშვილმა.

ისინი „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიაში იქნებიან.

როგორც შალვა შავგულიძემ დღეს განაცხადა, გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილ არაჯანსაღ ვითარებას უკავშირდება.

"პარტიიდან წამოსვლის შემდეგ, ჩვენ, ინდივიდუალურად, პარტიული კუთვნილების გარეშე, გავაგრძელებთ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოსთან“ და არჩევნებში მათთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას, რაზეც მათგან უპირობო შემოთავაზება გვაქვს." ამბობს შავგულიძე.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი