ისრაელის პრემიერმინისტრი ფრონტის ხაზზე იმყოფება. ფოტოები ბენიამინ ნეთანიაჰუს ტვიტერზე ვრცელდება წარწერით: "ჩვენს მებრძოლებთან ერთად ღაზას სექტორში, ფრონტის ხაზზე. ჩვენ ყველანი მზად ვართ."
მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერმა დაათვალიერა ღაზას საზღვრის ორი რეგიონი - კიბუც ბეერი და კიბუც კფარ აზა, რომლებიც ჰამასის ტერორისტული თავდასხმისგან, ყველაზე მეტად დაზარალდა. ეს იყო პრემიერ ნეთანიაჰუს პირველი ვიზიტი თავდასხმის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე.
ისრაელის არმია სავარაუდოდ სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთიდან პალესტინელებს მასობრივი ევაკუაციისკენ მოუწოდა და ამისთვის ჯერ 24 საათიანი ვადა, მოგვიანებით კი დამატებით კიდევ რამდენიმე საათი მისცა, რომელიც უკვე ამოიწურა.