IDF აცხადებს, რომ ჰამასი აფერხებს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ჩრდილოეთ ღაზაში
„ჰამასი აფერხებს ღაზას სექტორის მცხოვრებლებს მთავარ გზებზე გადაადგილებას და ხელს უშლის მანქანების გავლას ამ გზებზე. ჩვენ ვხედავთ ჰამასის აქტიურ ძალისხმევას, რათა დაბლოკოს და ხელი შეუშალოს მოსახლეობის სამხრეთში გამგზავრებას“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ პრესკონფერენციაზე.
ისრაელი ისევ მოუწოდებს ღაზას მცხოვრებლებს თავიანთი უსაფრთხოებისთვის, გადავიდნენ სამხრეთით - "ჩვენ ვაპირებთ განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი თავდასხმები ღაზას ქალაქზე უახლოეს მომავალში, ჰამასს სურს თქვენი ფარად გამოყენება“, - ამბობს ჰაგარი