ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს რიგგარეშე სხდომას იწვევს. ამის შესახებ შარლ მიშელმა ტვიტერზე დაწერა. მან სოლიდარობა გამოუცხადა ისრაელს და აღნიშნა, რომ ისრაელს უფლება აქვს დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით.
მსურს მოვიწვიოთ ევროპის საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც გაიმართება ვიდეოკონფერენციის ფორმატში სამშაბათს, 17 ოქტომბერს, 17:30 საათზე. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა საბჭომ, ხელშეკრულებებისა და ჩვენი ღირებულებების შესაბამისად, დაადგინოს ჩვენი საერთო პოზიცია და ჩამოაყალიბოს მოქმედების მკაფიო ერთიანი კურსი, რომელიც ასახავს განვითარებული სიტუაციის სირთულეს." ნათქვამია მიშელის განცხადებაში.
სხდომა ონლაინ რეჟიმში, 17 ოქტომბერს ჩატარდება.