ჰამასი პალესტინელი ხალხისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა - წერს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჯეიმს კლევერლი ახლო აღმოსავლეთში შექმნილ უმძიმეს ვითარებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ ტერორისტები ბავშვებსა და ქალებს ცოცხალ ფარად იყენებენ:
„ჰამასი ყველაზე დიდი საფრთხეა პალესტინელი ხალხისთვის. ისინი იმალებიან საავადმყოფოებსა და სკოლებში, ქალებსა და ბავშვებს ცოცხალ ფარად იყენებენ. ნებისმიერი მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი ტრაგედიაა. პალესტინელი თუ ისრაელელი, ჰამასი არის ამ დანაკარგების მიზეზი“, - წერს კლევერლი.
ცნობისთვის, დღეს ბრიტანეთში პალესტინელების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორების მტკიცებით, ლონდონში გამართულ დემონსტრაციაში 100 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავეს. აქციები გაიმართა მანჩესტერსა და ედინბურგშიც.