ომის დაწყების შემდეგ ნეთანიაჰუ მეხუთედ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის დაწყების შემდეგ მეხუთედ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს. პრემიერის ოფისის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში ნეთანიაჰუმ ბაიდენს მხარდაჭერისთვის, ასევენ ენტონი ბლინკენისა და ლოიდ ოსტინის ვიზიტებისთვის მადლობა გადაუხადა. შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ურთიერთობას - აცხადებს ნეთანიაჰუს აპარატი.

ბოლო ცნობებით კი ისრაელის ქალაქებში ცოტა ხნის წინ საჰარეო განგაში იყო. თავდაცვა აცხადებს, რომ რაკეტები ისროლეს სირიიდანაც. ისრაელი ასევე აცხადებს, რომ დაასრულა მზადება ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან შეტევისთვის ღაზას მიმართულებით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი