რუსებმა ავდეევკაზე თავდასხმებისას ბოლო 5 დღეში, 3000 სამხედრო დაკარგეს | ალექსანდრ შტუპუნი

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქში, ავდეევკაზე აქტიური თავდასხმების ხუთ დღეში, რუსებმა უზარმაზარი დანაკარგები განიცადეს როგორც ტექნიკით, ისე ცოცხალი ძალით - აცხადებს ტავრიის რეგიონის თავდაცვის ძალების გაერთიანებული პრეს-ცენტრის პრესსპიკერი ალექსანდრ შტუპუნი. მისი თქმით, საუბარია 3 000 სამხედროზე: 

„მტერმა სამასზე მეტი სამხედრო ტექნიკა დაკარგა. ცოცხალი ძალის დანაკარგი სამი ათას ადამიანზე მეტია, ეს ხუთ დღეზე ნაკლებ დროში. ამიტომაც მტერი უტევს მშვიდობიან მოსახლეობას" - განაცხადა შტუპუნმა.

მისი თქმით, ავდეევკაში ოკუპანტების ტაქტიკა ბახმუტში მოქმედებების მსგავსია.

ბოლო დღეებია რუსი ოკუპანტები ცდილობენ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკას ალყაში მოქცევას და სულ უფრო მოიმატა თავდასხმებმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი