რუსებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს | დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი ადამიანი

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმი დაბომბეს. კერძო სახლზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაიღუპა 2 ადამიანი - 57 წლის კაცი და 54 წლის ქალი.

დაშავდა კიდევ ერთი ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაინგრა კერძო სახლი და გაჩნდა ხანძარი. მათივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა საჰაერო ბომბი გამოიყენეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი