საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს დღეიდან სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება. გიორგი მარგველაშვილი, პირად მცველებს დღეს უკვე ოფიციალურად დაემშვიდობა. ის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივით ხსნის და პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს უწოდებს.
მარგველაშვილმა დაცვის მოხსნის შესახებ თავად დაცვის წარმოამდგენლებისგან შეიტყო და რაიმე ოფიციალური დოკუმენტი ან წერილი მას არ მიუღია. გიორგი მარგველაშვილი ამის შემდგ მის წინააღმდეგ გარკვეულ პროვოკაციებს არ გამორიცხავს
ყველა ვინც პოლიტიკაშია მათ წინააღმდეგ უნდა იყოს რაღაცა ტიპის დევნა განხორციელებული...მე მგონია, რომ სრულიად შესაძლებელია ამ დაცვის მოხსნის პარალელურად გაჩნდეს იდეები სხვადასხვა ტიპის პროვოკაციებით ჩემთვის პრობლემის შექმნის" აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
მმართველ გუნდში მეოთხე პრეზიდენტისთვის დაცვის მოხსნის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ნაბიჯად არ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სასახურმა კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო:
მე არ ვიცი ამ გადაწყვეტილების არგუმენტაცია, რადგან ეს გადაწყვეტილება არის სახელმწიფო დაცვის სამსახურის კომპეტენცია და არა პოლიტიკოსების გადასაწყვეტი პარლამენტში" აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე
როგორც კი განაცხადებს და დაასაბუთებს, რომ დაცვა კვლავ სჭირდება, კანონი ითვალისწინებს, რომ მას დაცვა აღუდგება და არამარტო გიორგი მარგველაშვილს, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მიაჩნია რომ მას რაიმე საფრთხე ემუქერბა" აცხადებს გია ვოლსკი