ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ "ჰამასი" ღაზის სექტორის მცხოვრებთა ჩრდილოეთიდან სამხრეთში ევაკუაციას ხელს უშლის. მისი თქმით, რადიკალური "ჰამასი" მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს არ აფასებს.
კონრიკუსმა ჟურნალისტებს აჩვენა აეროფოტოსურათი, სადაც მისი თქმით, ფოტოზე აღბეჭდილია "ჰამასის" ორი ავტომობილი, რომელთაც, სავარაუდოდ, გადაკეტილი აქვთ გზა.
ამას გარდა, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებს ღაზაში მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც მშვიდობიანი მოსახლეობა ტერიტორიას დატოვებს.