ეუთოს თავმჯდომარე ხვალ კიევში ჩავა

გამოქვეყნდა:

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბუიარ ოსმანი, ხვალ, 16 ოქტომბერს, კიევს ეწვევა.

გავრცელებული ინფორმაცით, ოსმანი შეხვედრებს უკრაინის ლიდერებთან და უკრაინელ ხალხთან გამართავს.

"მე მივდივარ კიევში, როგორც ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე. დღის წესრიგში არის შეხვედრები უკრაინელ ლიდერებთან და ხალხთან, მათი საჭიროებების, იმედებისა და შიშების მოსასმენად. უკრაინა და მისი ხალხი ეუთოს უმთავრესი საზრუნავია," - ნათქვამია მის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი