ბოლო 10 დღეში ავღანეთში სამი მიწისძვრა მოხდა | რიგით მესამე 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო

გამოქვეყნდა:

ავღანეთში, ირანის საზღვართან ახლოს, ბოლო 10 დღის განმავლობაში, რიგით მესამე მიწისძვრა მოხდა. 

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ ჰერატის მახლობლად დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი.

Unicef-ის ცნობით კი, წინა ორ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა 90%-ზე მეტი ქალი და ბავშვია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული დაახლოებით 100 ადამიანი რეგიონულ საავადმყოფოში მკურნალობს.

ამავე თემაზე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი