"შესაბამისი უწყებები მიხედავენ" - გახარის ბრალდებები და მუქარა ოპოზიციას

გამოქვეყნდა:

იმ პირების მიმართ, რომლებიც ბავშვების პროგრამაში დარეგისტრირების სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებდნენ, შესაძლოა, სამართლებრივი პრობლემა გამოიკვეთოს - განცხადება ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ გააკეთა.

რეგისტრაციაში დახმარების გამო, პოლიტიკური ქულების დაწერასა და ფინანსურ სარგებელში ხელისუფლება "ენმ"-ს წევრებს ადანაშაულებს.

„გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ფინანსური და ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური სარგებელი მიიღონ, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ აქ იკვეთება პირველ რიგში მორალური პრობლემა, თუმცა ფიზიკური პირების შემთხვევაში სამართლებრივი პრობლემაც შეიძლება იყოს, ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ"- ამბობს გახარია.

ხელისუფლების ბრალდებებს დღეს "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა და ტყუილი უწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი