ტყუილია თითქოს ენმ 200 ლარიანი დახმარების მისაღებად ოჯახებს ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ეხმარება -ბეჟაშვილი

გამოქვეყნდა:

ტყუილია თითქოს ნაციონალური მოძრაობა 200 ლარიანი დახმარების მისაღებად ოჯახებს ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ეხმარება - ოპოზიციური პარტია ქართული ოცნების ბრალდებას პასუხობს. 

ლევან ბეჟაშვილმა მმართველი გუნდის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებას უპასუხა, რომელმაც "ენმ" რეგისტრაციაში დახმარების გამო პოლიტიკური ქულების დაწერაში დაადანაშაულა.

ბეჟაშვილი ამბობს, რომ პარტია მართლაც უწევს ტექნიკურ და იურიდიულ დახმარებას მოქალაქეებს და იმავეს ურჩევს სხვა პარტიებსაც. 

მისივე თქმით, ხელისუფლება დახმარებების გაცემას სექტემბერ- ოქტომბრისთვის სპეციალურად აჭიანურებს რადგან წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგებას გეგმავენ.

განცხადება დღეს მთავრობის სხდომაზე, პრემიერმინისტრმაც გააკეთა და იმ პირების მიმართ, რომლებიც ბავშვების პროგრამაში დარეგისტრირების სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებდნენ, სამართლებრივი დევნის დაწყება დააანონსა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი