
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, რომან მროჩკოს ცნობით, კვირას ნაშუადღევს რუსებმა ხერსონი დაბომბეს. განადგურებულია სახლები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
"ხერსონში აფეთქებებია! ქალაქი რუსული საოკუპაციო ძალების ძლიერი ცეცხლის ქვეშაა! მტრის დაბომბვის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, დაინგრა სახლები", - განაცხადა მროჩკომ.
დაჭრიელებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.