"მთავარი არხის" ჟურნალისტი შსს-ში დაიბარეს - შაქარაშვილის საქმის "საიდუმლო ტელეფონი"

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ჟურნალისტი გიგლა თუმანიშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება მის მიერ მოპოვებულ ტელეფონს და სკანდალურ მიმოწერას, რომელიც გური ამირხანაშვილსა და სავარაუდოდ, გამომძიებელს შორის შედგა.

 ახალი მტკიცებულება გიორგი შაქარაშვილის საქმეში "მთავარმა არხმა" ექსკლუზიურად მოიპოვა. 

წყარო "მთავარ არხს" უყვება, რომ  ტელეფონი, რომელიც არაერთ მიმოწერას ინახავს, შქარაშვილის მკვლელობის საქმის მთავარ მოწმეს, გური ამირხანაშვილს გამომძიებლებმა მისცეს და ამირხანაშვილს ის მხოლოდ ოპერატიულ თანამშრომლებთან კონტაქტისთვის უნდა გამოეყენებინა.

ტელეფონი იმდენად გასაიდუმლოებული კომუნიკაციის საშუალება იყო, რომ ამირხანაშვილს ის სახლშიც კი არ შეჰქონდა, თუმცა დაუდევრობით მან ის დაკარგა, მიმოწერები კი გასაჯაროვდა.

საქმის ბრალდებულების ადვოკატები მიიჩნევენ, რომ გამოძიება ახალი მტკიცებულებით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, რადგან თუ მიმოწერა ნამდვილია, ის თავდაყირა დააყენებს მთელ საგამოძიებო პროცესს.

ტელეფონი, რომელიც ამირხანაშვილის გამოძიებამ მისცა - მიმოწერა და ახალი მტკიცებულება
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი