საბრძოლო პოზიციები ღაზაში | რას ყვებიან თავდასხმას გადარჩენილი ადამიანები

გამოქვეყნდა:

სახმელეთო ოპერაციის დაწყება ღაზის სექტორში ისრაელმა კიდევ ერთხელ გადაავადა. თუმცა გრძელდება "ჰამასის" პოზიციების დაბომბვა, სრულ მზადყოფნაშია საჰაერო და სახმელეთო საჯარისო შენაერთები და ძალაში რჩება ისრაელის ხელისუფლების დაპირება, რომ ყველა ტერორისტი პირადად აგებს პასუხს გასულ კვირას ისარელის ტერიტორიაზე დატრიალებული სისხლისღვრის გამო.

რეგიონში კიდევ ერთხელ ჩადის ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ხმელთაშუა ზღვაშია მობილიზებული ამერიკის საზღვაო ფლოტის ყველაზე მძლავრი დანაყოფები. მათ შორის ატომური ავიამზიდი. რაც ჰამასის მებრძოლებზე მეტად გაფრთხილებაა ირანისთვის.

პირველი შოკის გადავლის შემდეგ კი "ჰამასის" თავდასხმას გადარჩენილი ადამიანები იმ ჯოჯოხეთის შესახებ ყვებიან, რომლის გავლა მოუწიათ ტერორისტული თავდასხმის დროს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი