ირანელი რეჟისორი, დარიუშ მეჰრჯუი და მისი ცოლი ვეჰდეჰ მოჰამადიფარი საკუთარ სახლში მოკლულები იპოვეს. მედიის ცნობით, პოლიცია ამბობს, რომ ცოლ-ქმას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შემთხვევა ირანში, ქარაჯის რეგიონში მოხდა. მოკლული ცოლ-ქმარი რეჟისორის შვილმა, მონა მეჰრჯუიმ აღმოაჩინა.